ლევან ღამბაშიძე: გუშინ პუტინმა განკარგულება გამოსცა, რომ თალიბანი რუსეთში აღარ ითვლება ტერორისტულ ორგანოზაციად. დღეს კობახიძემ თალიბებს უვიზო გაუფორმა

“საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვკითხო:
რა აუცილებლობამ, ეკონომიკურმა თუ პრაგმატულმა მიზეზმა განაპირობა ის, რომ ავღანეთის მოქალაქეები უვიზოდ შემოვლენ საქართველოში?
თალიბანის ქვეშ მყოფი ავღანეთი აყვავდა და ტურისტები შემოგვასკდებიან?
კულტურულად ვართ ძმური ხალხები და ეს ბარიერი ხელოვნური იყო?
პოლიტიკური ალიანსი გვაქვს და მეგობრული ჟესტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო?
კი. სწორი პასუხია აი ეგ ბოლო.
გუშინ პუტინმა განკარგულება გამოსცა, რომ თალიბანი რუსეთში აღარ ითვლება ტერორისტულ ორგანოზაციად. დღეს მ თალიბებს უვიზო გაუფორმა.
კი – ჩვენ მოკავშირეები ვართ ყველასი, ვისი მოკავშორეც ა და მტრად ვაქციეთ ყველა, ვისაც მტრად მიიჩნევს რუსეთი.
და აი ამ სრულ სიგიჟეში ბოლომდე მიყვებით ვიღაცა კაცს, რომელიც ამას საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის აკეთებს?
თუ მართლა აპირებთ ზაფხულის ავღანეთში გატარებას?
ბელგიაა მტერი და თალიბები მეგობრები?
მართლა?” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის

ირაკლი ზარქუა ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე – გამორიცხულია, ამას არ ველოდებით! – არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მათ საკითხი არაერთხელ დაუბლოკავთ და შეუძლიათ, მომავალშიც დაბლოკონ